11 სექტემბერი 2026,   20:22
ვრცლად
გია უდესიანის ახალ ბრალთან დაკავშირებით პროკურატურამ სასამართლოს შესაძლოა დღეს მიმართოს

გია უდესიანის ახალ ბრალთან დაკავშირებით პროკურატურას სასამართლოსთვის ჯერ არ მიუმართავს. უდესიანს ახალი ბრალი გუშინ დაუსწრებლად წაუყენეს.

გამოძიების მიხედვით, 10 წლის წინ გია უდესიანის ორგანიზებით, რუსთაველის გამზირიდან ბიზნესმენი ემზარ ლიპარტელიანი გაიტაცეს, რომელსაც ქონება მუქარითა და ძალადობით გადააფორმებინეს.

საქმეში ფიგურირებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანიც. ადვოკატის თქმით, საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია.

გია უდესიანი ამჟამად საქართველოში არ იმყოფება და ის ძებნილია.  

"გია უდესიანის ოჯახი ამ წლების განმავლობაში აქტიურად იყო ჩართული ოპოზიციის მიერ დაგეგმილ კამპანიებში, შესაბამისად, როგორც ჩანს საქართველოს ხელისუფლება ამას არ პატიობს მათ," - აცხადებს გია უდესიანის ადვოკატი გიორგი ჩივიაშვილი.

 

დღის ამბები