09 ოქტომბერი 2024,   08:26
ვრცლად
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი რუსეთს ბრალდებებს უყენებს

სახელმწიფო დეპარტამენტი ოფიციალურ მოსკოვს უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემების განლაგებაში ადანაშაულებს.

უწყების პრესმდივნის, მარი ჰარპის განცხადებით, აგვისტოს შემდეგ ეს დონბასში რუსული სისტემების უპრეცედენტო რაოდენობაა. სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, რუსეთი აქტიურადაა ჩართული პრორუსი სეპარატისტების წვრთნაშიც.

სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელთა მტკიცებით, ოფიციალურმა მოსკოვმა უკრაინის საზღვართან დამატებითი ქვედანაყოფების მობილიზებაც მოახდინა.

დღის ამბები