18 ოქტომბერი 2024,   07:16
ვრცლად
სიცილიაში მონაზვნები აფრიკის მისიონერული მოგზაურობიდან ფეხმძიმედ დაბრუნდნენ

ორმა მონაზონმა სიცილიაში აჟიოტაჟი გამოიწვია.

კათოლიკური ეკლესიის ორი წარმომადგენელი აფრიკაში მისიონერული მიზნით იმყოფებოდა, რომლებიც თავიანთ ორდენს ორსულები დაუბრუნდნენ. ამბავი სწრაფად გამოაშკარავდა.

ერთ-ერთმა მონაზონმა, რომელიც 34 წლისაა, თავისი ფეხმძიმობის შესახებ მას შემდეგ შეიტყო, რაც მუცლის ტკივილის გამო საავადმყოფოს მიმართა. თავად ორდენიდან ოფიციალური განცხადება არ გაკეთებულა.

მეორე მონაზონი, რომლის ასაკიც უცნობია, მადაგასკარიდან უნდა იყოს. ის სიციალიაში, რაგუსას მუნიციპალიტეტში, მოხუცებულებზე ზრუნავდა. ორსულობის გაგების შემდეგ მან ორდენი დატოვა და მშობლიურ ქალაქში დაბრუნდა.

ბრიტანული The Sun ერთ-ერთ საეკლესიო წყაროს ციტირებს: "ორივე მონაზონმა სიწმინდის წესი დაარღვია, მაგრამ ახლა მათი შვილების კეთილდღეობა უმთავრესი პრიორიტეტია".

დღის ამბები