11 სექტემბერი 2026,   18:56
ვრცლად
გატაცებული მამაკაცი 4 წლის წინაც ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთისთვის იყო დაკავებული - "კურიერმა" ახალი დეტალები გაარკვია

მორიგი გატაცება გორში - ოკუპანტების მიერ გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლიდან გატაცებული მამაკაცის დაკავების შესახებ "კურიერმა" დამატებითი დეტალები გაარკვია.

ზაქრო ბუთხუზის გატაცების დეტალები ბუნდოვანია, რადგან ფაქტს არ ჰყავს თვითმხილველები.

ოჯახის წევრები "კურიერთან" სატელეფონო საუბარში აცხადებენ, რომ მამაკაცი საკუთარი ბაღიდან გაიტაცეს, რომელიც  ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარე სოფელ ზემო არცევს ესაზღვრება. გატაცებულის ოჯახი ხელისუფლებისგან დახმარებას ელოდება.

ასევე, როგორც ირკვევა, ეს არ არის პირველი შემთხვევა. 28 წლის მამაკაცი რუს ოკუპანტებს 4 წლის წინაც ჰყავდათ გატაცებული.

"ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ გატაცებულია ახალგაზრდა მამაკაცი, ეს დაადასტურეს სამართალდამცველმა ორგანოებმა. შესაბამისი სამსახურები ჩართულია ამ საკითხში და ეს ახალგაზრდა მალე დაბრუნდება თავის საცხოვრებელ ადგილას. გატაცება საკუთარი ბაღიდან მოხდა.

ზაქრო ბუთხუზი საოკუპაციო ძალებმა გუშინ სოფელ ქვეშის განაპირას დააკავეს. ოჯახს ამ დრომდე არავინ დაკავშირებია, დაკავებული სავარაუდოდ ცხინვალშია გადაყვანილი, - განაცხადა გორის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა.  

დღის ამბები