21 დეკემბერი 2024,   18:01
ვრცლად
ყანდაურაში მომხდარი მკვლელობა - სასამართლომ დღეს სოფელ ყანდაურას რწმუნებული დაკითხა

ყანდაურაში მომხდარ გახმაურებულ საქმეზე სასამართლო პროცესები გრძელდება.

ბრალდების მხარემ დღეს სოფელ ყანდაურას ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული  ნანა ტაველიშვილი დაკითხა.

გამოძიების ინფორმაციით, ნანა ტაველიშვილი შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში იღებდა მონაწილეობას. პროკურორს ძირითადად კითხვები სწორედ შემთხვევის ადგილზე მის ყოფნასთან დაკავშირებით ჰქონდა.

თავის მხრივ, სოფლის რწმუნებულმა პროკურორებს დეტალურად აუხსნა შემთხვევის ადგილზე მისი ყოფნის და საგამოძიებო პროცესში ჩართულობის მიზეზი.

მოსამართლე მამუკა წიკლაურმა მომდევნო პროცესი 11 ნოემბერს ჩანიშნა, სადაც ბრალდების მოწმის დაკითხვა გაგრძელდება.

სასამართლო სხდომას ესწრებოდა მხოლოდ უმცროსი ომარ გამყრელიძე. რაც შეეხება 85 წლის ომარ გამყრელიძეს, ავადმყოფობის გამო სასამართლოზე დასწრება მან დღეს ვერ შეძლო.

სოფელ ყანდაურაში ოთხი ადამიანი მიმდინარე წლის ზაფხულში მოკლეს. შედეგად, ორი ადამიანია დაკავებული. ერთ-ერთი მათგანი 85 წლის ომარ გამყრელიძე სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ ცოტა ხნის წინ გაათავისუფლა. პატიმრობაში ამ დრომდე რჩება მისი შვილიშვილი, რომელიც პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შენახვა-ტარებისთვის დააკავა.

დღის ამბები