18 ნოემბერი 2024,   18:40
ვრცლად
ივანიშვილის ამოცანა ყველა იმ ადამიანის განეიტრალებაა, რომელიც არ ეპუება და სიმართლეს ამბობს - ჩალაგაშვილი

გურამ ჩალაგაშვილის დაკითხვა საქალაქო სასამართლოში გვიან ღამემდე გრძელდებოდა. მას გამოძიება პოლიციელებზე ზეწოლას ედავება. როგორც ჩალაგაშვილმა აღნიშნა, მისი დაჭერით ხელისუფლებას სურს, რომ იმ ადამიანის განეიტრალება მოახდინოს, ვინც "ქართული ოცნების" მთავრობას არ ეგუება, ეწინააღმდეგება და სიმართლეს ამბობს.

"ივანიშვილის ხელისუფლების ამოცანაა, რომ მოახდინოს ყველა იმ ადამიანის განეიტრალება, რომელიც მის ხელისუფლებას არ ეპუებოდა და სიმართლეს ამბობს.  უნდათ რომ ყველა დაგვსვან ირაკლის გვერდით და ხმა ვერავინ ამოიღოს. ის ორკაციანი ჯიბის პარტიები, გვერდით რომ უზით წაიკნავლებენ რაღაცას და ეს იქნება ოპოზიცია," - განაცხადა ჩალაგაშვილმა.

დღის ამბები