26 აპრილი 2024,   08:25
ვრცლად
ბიზნესმენების ნაწილის მოსაზრებით ირაკლი ლექვინაძე "ქართული ოცნების" ეკონომიკურ გუნდში დაიკავებს ადგილს 

ბიზნესომბუდსმენისა და მისი მოადგილის მიერ თანამდებობიდან გადადგომა მოულოდნელი არ ყოფილა ბიზნესმენთა ნაწილისთვის.

ისინი არ გამორიცხავენ, რომ ირაკლი ლექვინაძემ მალე მთავრობის ეკონომიკურ გუნდში ახალი თანამდებობა მიიღოს.

ირაკლი ლექვინაძემ და მისმა მოადგილემ ლევან კალანდაძემ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება 8 ნოემბერს დაწერეს.

ირაკლი ლექვინაძემ პოსტიდან წასვლის მიზეზად სამომავლო გეგმები დაასახელა, თუმცა დაკონკრეტებისგან თავი შეიკავა.

გავრცელებული ინფორმაციით, მის ერთ-ერთ შემცვლელად შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი მიხეილ დაუშვილი სახელდება. ბიზნესომბუდსმენი პრემიერ-მინისტრმა უნდა დანიშნოს.

საგამომცემლო სახლის ”Forbes Georgia” მთავარი რედაქტორი გიორგი ისაკაძე თვლის, რომ ეს რიგითი საკადრო გადაადგილებაა და ეს ადამიანები  "ქართული ოცნების" სამსახურში სხვა პოსტებს დაიკავებენ.

როგორც საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნესასოციაციის პრეზიდენტი ივა ჭყონია აღნიშნავს, ირაკლი ლექვინაძის თანამდებობიდან წასვლა გარკვეულ კითხვებს აჩენს, რაც შეეხება ახალი ბიზნესომბუდსმენის დანიშვნას, პრემიერ-მინისტრი სავარაუდოდ თავის გუნდს გააძლიერებს და ეს კანდიდატი იქნება ისეთი, რომელიც მას ბიზნესთან ურთიერთობას გაუმარტივებს - დასძინა ჭყონიამ.

დღის ამბები