This is a modal window.
სირიაში ავიაიერიშებს 4 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა და 10 დაშავდა. ამის შესახებ სამოქალაქო თავდაცვის სირიული სააგენტო "თეთრი ჩაფხუტები" იტყობინება.
სირიის ოპოზიციის საავიაციო ობსერვატორიის მონაცემებით, რუსეთის სამხედრო თვითმფრინავებმა იდლიბის პროვინციაში ქალაქი კაფარ-რომა და სოფლები ჰასი, მაარეთ ჰურმაჰი და შინანი დაბომბეს.