რუსთაველის გამზირზე მოძრაობა "სირცხვილიას" საპროტესტო აქციას მაკო გომური შეუერთდა.
აქციაზე შეკრებილები "ქართულ ოცნებას" მიმართავენ და ამბობენ, რომ თუ კი დღეს უმრავლესობა პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით კანონპროექტს ჩააგდებს, მოხდება საზოგადოების სრული მობილიზება, ადამიანები ქუჩაში გავლენ და საკუთარ მონაპოვარს ბოლომდე დაიცავენ.
აქციას სახელწოდებით - "არ გაბედო" ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც ესწრებიან.