08 დეკემბერი 2024,   22:11
ვრცლად
ეს იმას არ ნიშნავს, რომ ქართველი საზოგადოება გადაყლაპავს იმას, რაც გაგვიკეთა ბიძინა ივანიშვილმა - მანანა ნაჭყებია

"ახალი მემარჯვენეების" პოლიტიკური მდივანი აცხადებს, რომ ხელისუფლებისგან დათმობაზე წასვლას არც ელოდებოდა. მანანა ნაჭყებიას განცხადებით, პარლამენტის მიერ საარჩევნო სისტემის ცვლილებების შესახებ კანონპროექტის ჩაგდებად მმართველ გუნდს, უნიჭო მსახიობებითა და უნიჭო რეჟისურით დადგუმი სპექტაკლი დასჭირდა.

"ხელისუფლება რომ დათმობაზე არ წავიდოდა აქ ეჭვიც არ იყო, მთელი სპექტაკლი დასჭირდათ, მრავალი მსახიობის მონაწილეობით და უნიჭო რეჟისურით სამწუხაროდ, რომ მიეღწიათ, იმისთვის რასაც მიაღწიეს.

მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ქართველი საზოგადოება გადაყლაპავს იმას, რაც გაგვიკეთა ბიძინა ივანიშვილმა. სამწუხაროდ, მე არ მიხარია ეს, რაც მოხდა, იმიტომ, რომ პრაქტიკულად ყველა ლიდერმა, რაღაცა სახელით დაამთავრა თავისი მოღვაწეობა და ბიძინა ივანიშვილი ამთავრებს ბიძინა გადამგდების სახელით.

მე არა მგონია, რომ "ქართულ ოცნებას" მოეწონოთ ის, რაც მოხდა დღეს და რაც გააკეთა. მე დარწმუნებული ვარ, რომ არავის არ სჯერა ის, რომ ეს თითქოს ამბოხებული დეპუტატები არიან დამოუკიდებლები მართლა და მათ მიაღწიეს იმას, რომ ბიძინა ივანიშვილს აჯობეს და საქართველო დააყენეს ამ ფაქტის წინაშე. ამას რა თქმა უნდა მათი საკუთარი შვილიშვილებიც არ დაიჯერებენ, ღამით ზღაპრად რომ მოუყვე," – აცხადებს მანანა ნაჭყებია.

დღის ამბები