09 ოქტომბერი 2024,   08:28
ვრცლად
ნადია სავჩენკოს რუსეთის პროკურატურამ ბრალი საბოლოო ფორმულირებით წაუყენა

რუსეთის პროკურატურამ უკრაინელ პილოტს ბრალი საბოლოო ფორმულირებით წაუყენა.

ნადია სავჩენკოს რუსი ჟურნალისტების მკვლელობის ხელშეწყობისთვის ასამართლებენ.

რუსული გამოძიების მტკიცებით, 2014 წლის ივნისში ლუგანსკში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების დროს ნადია სავჩენკომ რუსი ჟურნალისტების ადგილსამყოფელის შესახებ კოორდინატები დაადგინა და უკრაინელ სამხედროებს გადასცა, რასაც მათი საარტილერიო შეტევა მოჰყვა, ამ იერიშის შედეგად ორი რუსი კორესპონდენტი დაიღუპა.

სავჩენკო ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ ის რუსებმა გაიტაცეს და შეტევის დროს უკვე მათ ტყვეობაში იმყოფებოდა.

ამავე თემაზე
დღის ამბები