09 ოქტომბერი 2024,   08:25
ვრცლად
იტალიაში ტერაქტები აღკვეთეს

იტალიაში ალ–ქაიდას მოკავშირე ტერორისტული ქსელი გამოავლინეს, რომელიც გამოძიების მტკიცებით, ტერაქტების მოწყობას გეგმავდა, მათი სავარაუდო სამიზნე კი ვატიკანი იყო.

მასშტაბური სპეცოპერაცია კუნძულ სარდინიაზე ჩატარდა.

დაკავებულია 9 ეჭვმიტანილი, იძებნება 11. უმეტესობა ავღანელი და პაკისტანელია, მათ შორის ორი ეჭვმიტანილი იმ ჯგუფის წევრი აღმოჩნდა, რომელიც ბინ ლადენის დაცვას უზრუნველყოფდა.

დაკავებულია ქალაქ ბერგამოს იმამიც.

გამოძიების მტკიცებით, ის დაჯგუფების სულიერი ლიდერი იყო და რელიგიური მოტივით ავღანეთიდან და პაკისტანიდან თანხებს აგროვებდა.

დღის ამბები