20 აპრილი 2024,   06:33
ვრცლად
ოკუპანტების ყოფილი მძევალი ცხინვალის ციხეში დაკავებულ ექიმს შეხვდა

ყოფილი მძევალი, ცხინვალის ციხეში, ოკუპანტების მიერ გატაცებულ ექიმს შეხვდა.

ალაპარაკდა.როგორც შოთა ბიძინაშვილი ყვება, ის ორი დღის გატაცებული იყო საკუთარი სოფლის ბერშუეთის მიმდებარე ტერიტორიიდან, როდესაც ვაჟა გაფრინდაშვილი დააკავეს.

მისთვის უცნობია, რა მიზეზით მოხვდა ექიმი ოკუპირებულ ტერიტორიაზე. შოთა ბიძინაშვილი ფიქრობს, რომ შესაძლოა ის ოკუპირებულ სოფელში მონასტერში მოსალოცად მიდიოდა, სადაც ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს.

ბიძინაშვილი ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ცნობილი ექიმი ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებას უარყოფს. სწორედ ეს გახდა მისთვის სეპარატისტული სასამართლოს მიერ 2 თვიანი წინასწარი პატიმრობის შეფარდების საფუძველი.

როგორც შოთა ბიძინაშვილი ყვება, ვაჟა გაფრინდაშვილი თავს მხნედ გრძნობს და იბრძვის სხვა პატიმრების ყოფის გასაუმჯობესებლად.

დღის ამბები