09 ოქტომბერი 2024,   08:26
ვრცლად
რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები ძალაში დარჩება, ვიდრე მოსკოვი მინსკის შეთანხმებას სრულად არ შეასრულებს - აშშ-ის სახელმწიფო მდივანი

"რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები ძალაში დარჩება, ვიდრე მოსკოვი მინსკის შეთანხმებას სრულად არ შეასრულებს," - ამის შესახებ განცხადება აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ჯონ კერიმ გააკეთა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადების შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.  

ჯონ კერის თქმით, რუსეთი კვლავ არ ასრულებს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობებს. მან ასევე აღნიშნა, რომ ის აღმოსავლეთ უკრაინაში შექმნილი ვითარების შესახებ ცოტა ხნის წინ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს ტელეფონით კიდევ ერთხელ ესაუბრა. 

 

დღის ამბები