22 დეკემბერი 2024,   10:05
ვრცლად
შსს-ს მიერ დაკავებული მომიტინგეები თაბუკაშვილის ქუჩაზე პოლიციის სამმართველოში გადაიყვანეს

აქციის დაკავებული მონაწილეებისგან ნაწილი თაბუკაშვილის პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი.

როგორც შსს-ში აცხადებენ, დაკავებულებს ბრალად ედებათ წვრილმანი ხულიგნობა და პოლიციის დაუმორჩილებლობა.

აქციის მონაწილეთა ნაწილი, ასევე პოლიტიკური ლიდერებიც, ამ წუთებში თაბუკაშვილის პოლიციის სამმართველოსთან იმყოფებიან.

როგორც ცნობილია, დაკავებულთა შორის არიან აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ზუკა ბერძენიშვილი, პოლიტიკური გაერთიანება "გირჩის" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე, უფლებადამცველი ბექა ბასილაია, ირაკლი ფავლენიშვილი და 19 დემონსტრანტი.

ადგილზე "ევროპული საქართველოს" წევრი ელენე ხოშტარია იმყოფება, რომლის ინფორმაციით, დაკავებულთაგან 3 ადამიანი კრწანისის განყოფილებაშია გადაყვანილი.

დღის ამბები