09 ოქტომბერი 2024,   08:27
ვრცლად
დაჯგუფება ”ისლამური სახელმწიფოს” ახალი ლიდერი ჰყავს

დაჯგუფება ”ისლამური სახელმწიფო” ადასტურებს, რომ მათი ლიდერი, აბუ ბაკრ ალ ბაღდადი, კოალიციური ძალების მიერ განხორციელებული ავიაიერიშის დროს დაიღუპა.

ინფორმაციას ამის შესახებ მებრძოლებზე დაყრდნობით ერაყული პრესა ავრცელებს.

მედია წერს, რომ ალ ბაღდადი სირიის ქალაქ რაქაში გარდაიცვალა, როდესაც ექიმები მის გადარჩენას ცდილობდნენ.

დაჯგუფებამ უკვე აირჩია ახალი ლიდერიც.

რადიკალი ისლამისტების ახალი მეთაური აბუ ალა ალ აფრი გახდა, რომელიც წარსულში ფიზიკის მასწავლებელი იყო.

დღის ამბები