21 დეკემბერი 2024,   16:18
ვრცლად
ინციდენტი საქალაქო სასამართლოსთან - 27 წლის მამაკაცმა თავის დაწვა სცადა

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან 27 წლის ლაშა ჭიღლაძემ ბენზინის გამოყენებით თავის დაწვა სცადა, თუმცა,  ახალგაზრდა მამაკაცს თავის დაწვის უფლება სამართალდამცველებმა არ მისცეს და ტერიტორიიდან გაიყვანეს.

"კურიერის" ინფორმაციით ინციდენტამდე, რამდენიმე საათით ადრე ახალგაზრდა მამაკაცმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ იგი საწვავს პირდაპირ ეთერში გადაისხამდა, რადგან მას ,,ქართული ოცნება" იარაღის ჩადებით ემუქრებოდა.

გავრცელებული ინფორმაციით, 27 წლის ლაშა ჭიღლაძე ანტისაოკუპაციო მოძრაობა ,,ძალა ერთობაშიას" წევრია.

დღის ამბები