09 ოქტომბერი 2024,   08:24
ვრცლად
რუსეთის თავდაცვის მინისტრი ევროპას ტანკებით ემუქრება

რუსეთის თავდაცვის მინისტრი ევროპას ტანკებით ემუქრება.

"მოტოგარბენი პოლონეთის გავლით ტანკებით უნდა მოვაწყოთ,"– ასე გამოეხმაურა სერგეი შოიგუ ვარშავას გადაწყვეტილებას, რომელმაც პუტინის ლოიალურ ბაიკერებს საკუთარ ტერიტორიაზე გავლაზე უარი განუცხადა.

"ნაჩნიე ვოლკის" კლუბის წევრები მოტოციკლებით ბერლინში ჩასვლას გეგმავენ და ამ გარბენს მეორე მსოფლიო ომის 70 წლისთავს უძღვნიან.

მათი მარშრუტი ბელარუსს, პოლონეთს, ავსტრიას, ჩეხეთსა და სლოვაკეთსაც მოიცავს.

ვარშავამ ოფიციალური უარი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს უკვე გადაუგზავნა, რასაც მოსკოვში გაღიზიანება მოჰყვა.

ბაიკერების ლიდერი აცხადებს, რომ პოლონეთის გადაწყვეტილების მიუხედავად ისინი ქვეყნის ტერიტორიაზე მაინც შევლენ.

 

დღის ამბები