09 ოქტომბერი 2024,   08:24
ვრცლად
უკრაინის აღმოსავლეთში ინტენსიური შეტაკებებია

უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში კვლავ დაძაბული ვითარებაა. დილიდან ინტენსიური შეტაკებები მარიუპოლის მახლობლად, შიროკინოს დასახლებასთან მიმდინარეობს.

ადგილზე პრორუსი სეპარატისტების საარტილერიო იერიშის შედეგად ბატალიონ დონბასის მებრძოლი უკრაინელი სამხედრო დაიღუპა, ორი კი დაიჭრა. დაშავებულები მარიუპოლის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ოფიციალური კიევის ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში პრორუსმა სეპარატისტებმა ცეცხლი სამთავრობო ძალების პოზიციების მიმართულებით 21–ჯერ გახსნეს.

დონეცკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ლიდერი აღიარებს, რომ მძიმე შეიარაღებას ძველ პოზიციებზე აბრუნებს.

დღის ამბები