18 ნოემბერს დაკავებულების სასამართლო პროცესი - პარლამენტთან მიმდინარე აქციისას დაკავებულ შორის ერთ-ერთი გიგა მაქარაშვილია, რომლის სასამართლო პროცესი ცოტა ხნის წინ დასრულდა. მოსამართლე გიგა მაქრაშვილის და მასთან ერთად დაკავებული 6 პირის საქმეზე გადაწყვეტილებას დღეს გამოაცხადებს.
რამდენიმე წუთის წინ სასმართლო დარბაზში ხმაური იყო. რამდენიმე პირს დარბაზი დაატოვებინეს. მოსამართლემ დღის განმავლობაში უნდა გამოაცხადოს პასუხი 36-ვე ბრალდებულთან დაკავშირებით.
მოსამართლემ სერგო რატიანს სიცილის გამო შენიშვნა მისცა სასამართლო დარბაზი დაატოვებინა.
თუმცა მანამდე, სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე კიდევ ერთი ინციდენტი მოხდა. ოპოზიციის წევრ ირაკლი ნადირაძეს ინტერვიუს ჩაწერის დროს მისთვის უცნობმა პირმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. მოხდა დაპირისპირება, რაშიც სამართალდამცავები ჩაერთნენ და აღნიშნული პიროვნება მიმდებარე ტერიტორიიდან განარიდეს.
სასამართლო პროცესი ამ დროისთვის კვლავ მიმდინარეობს. ამ წუთებში ის სამართალდამცველები იკითხებიან, რომლებიც დაკავების მომენტში ადგილზე იმყოფებოდნენ.
სასამართლო პროცესის დაწყებამდე „კურიერი“ დაკავებულებს და აქციის ორგანიზატორებს ესაუბრა. მათი თქმით მნიშვნელობა არ აქვს მოსამართლე რა გადაწყვეტილებას გამოიტანს. ისინი აქციებს კვლავ ჩაატარებენ იგივე მოთხოვნით ყველგან, სადაც ამის საშუალება მიეცემათ.
თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის განცხადებით, ხელისუფლება მარტივ მამრავლებად იშლება.
"ასეთი ტიტუშკები, პროვოკატორები ყველგან იქნება. ასეთი პროვოკატორები არ გიშველით. მთავრდებით, იშლებით მარტივ მამრავლებად," - აცხადებს ირაკლი ნადირაძე.
სამოქალაქო მოძრაობა "სირცხვილიას" ლიდერი აცხადებს, რომ დღევანდელ სასამართლო პროცესზე მოსამართლემ ბიძინა ივანიშვილის დავალებას ხელი ვერ მოაწერა. გიგა მაქარაშვილის თქმით, შესაძლოა ის პატიმრობაში დატოვონ, თუმცა მსგავსი გადაწყვეტილება საზოგადოებაში დუღილის ტემპერატურას აწევს.
"ადეკვატური მოლოდინები არ უნდა გვქონდეს არც დღეს სასამართლოსგან. რამდენ დამატებით წუთსაც ჩენ იქ გავატარებთ, მით უფრო შეუმცირდება ბიძინა ივანიშვილს და მის მთავრობას მმართველობაში ყოფნის დრო. თუ გამოგვიშვებენ აღარ იქნება ქცია იმიტომ, რომ შევასვენებთ აქციას. თუ არ გამოგვიშვეს - ავტომატურად დაიწყება ყველა ის პროცესი, რომელსაც მე და ჩემი ტომი აუცილებლად მოვამზადებთ ამ ხელისუფლების დასამარცხებლად," - განაცხადა გიგა მაქარაშვილმა.
სამოქალაქო აქტივისტი ზურაბ ბერძენიშვილი აცხადებს, რომ სასამართლო ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებაზე არის დამოკიდებული.
"მოლოდინი არის ის, რომ სასამართლო აუცილებლად გადაწყვეტს იმას, რასაც ივანიშვილი გადაწყვეტს. ეს ვერაფერს დააკლებს იმ წინააღმდეგობას, რომელიც უკვე აზვირთებულია და დღეს თუ არა ხვალ აუცილებლად დაამთავრებს ივანიშვილის ამ სამარცხვინო რეჟიმს," - განაცხადა ზურაბ ბერძენიშვილმა.
საქალაქო სასამართლოში 18 ნოემბერს დაკავებულების პროცესი მიმდინარეობს, რომლებსაც პოლიციისთვის დაუმორჩილებლობა და ხულიგნობა ედებათ ბრალად.