18 ნოემბერი 2024,   05:36
ვრცლად
კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსში 4 პირი მონაწილეობს

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის ერთი ვაკანტური თანამდებობის დაკავების მიზნით გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის სურვილი ოთხმა პირმა გამოთქვა. 

შესაბამისი განცხადებები და საჭირო დოკუმენტაცია მთავრობის ადმინისტრაციაში, საკონკურსო ვადების დაცვით, მაია მეცხვარიშვილმა, მარიამ სულაბერიძემ, ივანე მახარაძემ და კახი ბექაურმა წარადგინეს.

საბუთების მიღების ვადა 15 ნოემბერს ამოიწურა. კანონმდებლობის შესაბამისად, კანდიდატთა სია და მათ მიერ წარდგენილი საკონკურსო დოკუმენტები საქართველოს მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდება.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ერთ-ერთ წევრს 2020 წლის 24 იანვარს ეწურება უფლებამოსილების ვადა.

 

დღის ამბები