რომის პაპმა აზიური ტურნე დაიწყო. კათოლიკური სამყაროს სულიერი ლიდერი ტაილანდს ესტუმრა.
პონტიფიკოსი ბანგკოკში კათოლიკეებს შეხვდება, რომლებიც ტაილანდის მოსახლეობის 2 პროცენტს შეადგენენ. ტაილანდელების უმრავლესობა ბუდიზმის მიმდევარია.
რომის პაპის აზიური ტურნე ერთ კვირას გაგრძელდება.