09 ოქტომბერი 2024,   08:25
ვრცლად
დაღესტანში ისლამურ სახელმწიფოსთან კავშირში ეჭვმიტანილი 2 მებრძოლი მოკლეს

ისლამურ სახელმწიფოსთან კავშირში ეჭვმიტანილი მებრძოლების წინააღმდეგ სპეცოპერაცია დაღესტანში ჩატარდა.

რუსეთის ანტიტერორისტული ცენტრის ცნობით, სოფელ ნოვი ფარნაულში სამართალდამცველებმა ალყაში მოაქციეს მებრძოლები და მათ იარაღის დაყრა მოსთხოვეს. მებრძოლებმა კი ძალოვანებს ცეცხლი გაიხსნეს.

ორმხრივი სროლის შედეგად სამართალდამცველებმა ორივე მათგანი მოკლეს. რუსეთის ანტიტერორისტული კომიტეტის მტკიცებით, ორივე მოკლული რამდენიმე თვის წინ ”ისლამურ სახელმწიფოს” შეუერთდა.

დღის ამბები