09 ოქტომბერი 2024,   08:24
ვრცლად
ყაზახეთში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს

ყაზახეთში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. საარჩევნო უბნები ქვეყნის მასშტაბით დილის 07:00 საათზე გაიხსნა და საღამოს 20:00–ზე დაიხურება. მოსახლეობამ არჩევანი 3 კანდიდატს შორის უნდა გააკეთოს, მათ შორის არის ქვეყნის მოქმედი ლიდერი ნურსულთან ნაზარბაევიც, რომელიც ყაზახეთის პრეზიდენტის პოსტს უკვე 25 წელია იკავებს.

ექსპერტები ნაზარბაევს ამჯერადაც გამარჯვებას უწინასწარმეტყველებენ. ასტანაში ხმის მიცემის შემდეგ, ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ გამარჯვების შემთხვევაში ყაზახეთში მასშტაბურ რეფორემს განახორციელებს.

დღის ამბები