21 სექტემბერი 2026,   17:27
ვრცლად
"კურიერის" ინფორმაციით, საპოლიციო ძალებს პარლამენტის გვირაბის ტერიტორიაზე სპეციალური ეკიპირება აქვთ მობილიზებული

პარლამენტის ეზოში დილიდან სამართალდამცველების მობილიზებაა. საკანონმდებლო ორგანოს ეზოში პოლიციის ავტომობილები დგას. ადგილზე, ასევე, მობილიზებულია შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის რამდენიმე ავტობუსი, 112-ის, სასწრაფო სამედიცინო დახმარება და სახანძრო მანქანები.

"კურიერის" ინფორმაციით, პარლამენტის გვირაბის ტერიტორიაზე საპოლიციო ძალებს სპეციალური ეკიპირებაც აქვთ მობილიზებული. პოლიციას მომარაგებული აქვს საძილე ტომრები და საკვები.

"კურიერის" კორესპონდენტის ინფორმაციით, პარლამენტის ეზოში სამართალდამცველთა რაოდენობა ყოველ წუთს მატულობს. 

პარლამენტში დღეს რამდენიმე კომიტეტის და ბიუროს სხდომაა დაგეგმილი. პარლამენტის შენობაში უკვე მიიტანეს აირწინაღები. ჯერჯერობით, ადგილზე მედიისთვის გადაადგილება და მუშაობა შეზღუდული არ არის.

როგორც ცნობილია, სამართალდამცველთა უპრეცენდენტო რაოდენობის მობილიზება, ოპოზიციისა და სამოქალაქო აქტივისტების დღეს, 19:00 საათზე დაგეგმილ აქციას უკავშირდება.

დღის ამბები