გორში ჯარისკაცი დაჭრეს - ჯარისკაცს 3 ჭრილობა აქვს მიყენებული.
გავრცელებული ინფორმაციით, ის დათხოვნაში იმყოფებოდა. ექიმების შეფასებით, ჯარისკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. მას გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია გორის ცენტრალურ კლინიკაში უტარდება.
მომხდარზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით აღიძრა. ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.