აქციები მიმდინარეობს სტამბოლში, სადაც ფემიციდის წინააღმდეგ გამართული ქალთა საპროტესტო შეკრება პოლიციამ დაშალა.
სამართალდამცავებმა ცრემლმდენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს.
ქალთა მიმართ ძალადობა სტამბოლში 2 ათასმა დემონსტრანტმა გააპროტესტა.
უფლებადამცავი ორგანიზაციების მონაცემებით გასულ წელს თურქეთში 440 ქალი მოკლეს.
აქციის მონაწილეები მოძალადეების წინააღმდეგ კანონის გამკაცრებას და ქალთა უფლებების გაფართოებას ითხოვდნენ.