06 ოქტომბერი 2024,   10:28
ვრცლად
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა - სავალუტო აუქციონზე სებ-მა 20 მლნ აშშ დოლარი გაყიდა

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 27 ნოემბრისთვის დადგენილი ახალი გაცვლითი კურსის თანახმად, 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9712 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.9753 ლარი იყო.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.0041 ლარი შეადგინა.

ლარი ევროსთან მიმართებითაც გაუფასურდა. 1 ევროს ღირებულება ოფიციალური მონაცემებით 3.2737 ლარია, დღეს მოქმედი კურსი კი  3.2770 ლარს შეადგენდა.

ცვლილებამ ევროსთან მიმართებით 0.0033 ლარი შეადგინა.

ლარი ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთანაც გაუფასურდა. 1 გირვანქა სტერლინგის ღირებულება ოფიციალური მონაცემებით 3.2737 ლარია, დღეს მოქმედი კურსი კი 3.2770 ლარს შეადგენდა. ცვლილებამ 0.0133 ლარი შეადგინა.

1 თურქული ლირის ოფიციალური ღირებულება 0.5169 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 0.5178 ლარი იყო. ლირასთან მიმართებით ცვლილებამ 0.0009 ლარი შეადგინა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2019 წლის 26 ნოემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 20 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.9699 შეადგინა.

დღის ამბები