09 ოქტომბერი 2024,   08:25
ვრცლად
ნეპალში მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობამ 3200-ს გადააჭარბა

ბოლო მონაცემებით, ნეპალში მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობამ 3200-ს გადააჭარბა. უკვე მეორე ღამეა კატმანდუ კარვების ქალაქადაა ქცეული. ნეპალში განმეორებითი ბიძგები არ წყდება.

7,9 მაგნიტუდის მიწისძვრამ ისტორიული დარაჰარას კოშკი გაანადგურა. კატმანდუს საერთაშორისო აეროპორტში კი მგზავრების რიგია. გადადებული რეისების გამო ისინი გამგზავრებას ვერ ახერხებენ. ჯერ კიდევ უცნობია რა ვითარებაა მაღალმთიან რეგიონებში, რომელიც სტიქიის შემდეგ გარე სამყაროსაა მოწყვეტილი. ჰიმალაის მთებში განმეორებითმა ბიძგებმა კიდევ ერთი ზვავი გამოიწვია. 

დედაქალაქში გაეროს სურსათის ორგანიზაციის საგანგებო სიტუაციებისა და ლოჯისტიკის ჯგუფები უკვე ჩავიდნენ. დაშავებულთა დასახმარებლად წითელი ჯვარი და "unicef"-ც მობილიზებულია.

შეერთებული შტატების შემდეგ, დიდმა ბრიტანეთმა სამაშველო სამუშაოებისთვის 5 მილიონი ფუნტი გამოყო. ნეპალს სამაშველო ჯგუფებით ჩინეთი, შრი ლანკა და ისრაელი დაეხმარება.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები