11 სექტემბერი 2026,   18:04
ვრცლად
18 ნოემბრის აქციაზე დაკავებულთა სასამართლო პროცესი დღეს განახლდება

18 ნოემბრის აქციაზე დაკავებული პირების სასამართლო პროცესი დღეს განახლდება. ალექსანდრე ნაცარაშვილს, თორნიკე ჩაჩანიძესა და გიორგი კოპალიანს ხულიგნობასა და პოლიციის დაუმორჩილებლობაში ადანაშაულებენ.

ადვოკატები ამბობენ, რომ მტკიცებულებები ბრალის დასადასტურებლად არ არსებობს და იმ შემთხვევაში თუ მოსამართლე გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს - ისინი მას აუცილებლად გააპროტესტებენ.

"გვეყოლება მოწმე და გვაქვს ვიდეოჩანაწერი სადაც ასახულია კონკრეტული პირის დაკავების პროცესი, სადაც ის არც წინააღმდეგობას უწევს და არც იგინება"  - აცხადებს ადვოკატი ლაშა ბექიშვილი.

18 ნოემბერს პიკეტირებული პარლამენტის შენობის გათავისუფლების მიზნით საპოლიციო ძალებმა მომიტინგეები წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალეს. სწორედ, ამ დროს დააკავეს 37 ადამიანი. მათ შორის იყვნენ აქციის ორგანიზატორებიც.

დღის ამბები