23 იანვარი 2025,   05:56
ვრცლად
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საფრანგეთის პრეზიდენტს ტერორიზმის დაფინანსებაში ადანაშაულებს

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საფრანგეთის პრეზიდენტს ტერორიზმის დაფინანსებაში ადანაშაულებს. მევლუთ ჩავუშ-ოღლუს კრიტიკა ემანუელ მაკრონის განცხადებებს მოჰყვა.

ემანუელ​ მაკრონმა თურქეთი სირიაში სამხედრო ოპერაციის ჩატარების გამო გააკრიტიკა. მან ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლაში მხარი დაუჭირა ქურთების სახალხო დაცვის შენაერთებს, რომელსაც თურქეთი ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს.