09 ოქტომბერი 2024,   08:24
ვრცლად
პუტინი ვაშინგტონის მხრიდან კავკასიელი მებრძოლების მხარდაჭერაზე საუბრობს

ვლადიმერ პუტინის 15-წლიან მმართველობას ტელეარხმა "რასიამ" ფილმი სახელწოდებით "პრეზიდენტი" მიუძღვნა.

ერთ-ერთი თემა, რომელზეც ფილმში პუტინი საუბრობს, ვაშინგტონის მხრიდან კავკასიელი მებრძოლების მხარდაჭერაა. მისი თქმით, 2000 წელს რუსულმა სპეცსამსახურებმა გამოავლინეს ჩრდილო კავკასიელი მებრძოლებისა და აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მომუშავე, შეერთებული შტატების სპეცსამსახურების კავშირი, რის შესახებაც მან თავის ამერიკელ კოლეგასაც აცნობა.

ვაშინგტონიდან კი უპასუხეს, რომ რუსეთის ტერიტორიაზე ყველა ოპოზიციური ძალის მიმართ გააგრძელებდნენ მხარდაჭერას.

დღის ამბები