23 იანვარი 2025,   06:25
ვრცლად
ამ პროცესში ჩვენ დიპლომატიურ კორპუსს ვენდობით - გიორგი ვაშაძე მმართველ გუნდთან დაგეგმილ შეხვედრაზე
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      "ახალი საქართველოს" ლიდერის გიორგი ვაშაძის თქმით, ხვალ მმართველ გუნდთან დიპლომატიური კორპუსის ინიციატივით დაგეგმილ შეხვედრაზე გერმანული მოდელის კონკრეტულად განხილვა მოხდება. ვაშაძის თქმით, დაგეგმილი შეხვედერის დეტალები მან არ იცის, თუმცა დიპლომატიურ კორპუსს ენდობა:

      "დიპლომატიური კორპუსის მოთხოვნა იყო, რომ სწორედ იმ კანონპროექტზე, რომელზეც ჩვენ ახლა წარვადგენთ, მომხდარიყო შეხვედრა უმრავლესობასთან და კონკრეტულად განხილვა, რადგან არცერთი არგუმენტი, რომელიც მათ თქვეს არ შეესსაბამება სიმართლეს, ეს იცის დიპლომატიურმა კორპუსმაც, რომ სრულად კონსტიტუციურია ჩვენს მიერ მომზადებული კანონპროექტი ამასთან დაკავშირებით არის როგორც ჩანს საუბარი. დეტალები ნამდვილად არ ვიცი. ჩვენ ვენდობით ამ პროცესში დიპლომატიურ კორპუსს," - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

      დღის ამბები