09 ოქტომბერი 2024,   08:24
ვრცლად
ევროკავშირი ეჭვობს, რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ აგრესიას განაახლებს - "ფაინენშელ თაიმსი"

ევროკავშირი ეჭვობს, რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ აგრესიას განაახლებს. სტატიას ამის შესახებ "ფაინენშელ თაიმსი" აქვეყნებს.

გამოცემის ცნობით, გერმანია და სხვა ევროპელი პარტნიორები ოფიციალურ კიევს მინსკის შეთანხმების რეალიზების დაჩქარებისკენ მოუწოდებენ, რადგან შიშობენ, რომ მისი გაჭიანურება რუსეთმა შესაძლოა განახლებული აგრესიის გასამართლებლად გამოიყენოს.

სტატიაში წერია, რომ ოფიციალური ბერლინის, პარიზისა და ლონდონის ზეწოლა კიდევ უფრო გაძლიერდა უკრაინა-ევროკავშირის სამიტის წინ, რომელიც კიევში დღეს გაიმართება.

ავტორის შეფასებითვე, ევროპელი ლიდერების განცხადებები მოწმობს, რომ ბრიუსელს მოსკოვთან ურთიერთობაში დაძაბულობის განმუხტვა სურს. 

დღის ამბები