18 ნოემბერი 2024,   09:41
ვრცლად
სექსუალური ძალადობის საქმე​ - "ქართული ოცნების" დეპუტატი ილია ჯიშკარიანი თავს დამნაშავედ არ ცნობს 

ილია ჯიშკარიანი თავს დამნაშავედ არ ცნობს. “ქართული ოცნების“ დეპუტატი თანამშრომელზე ძალადობის მცდელობას კატეგორიულად უარყოფს. საქმეზე დღეს წინასასამართლო სხდომა გაიმართა, რომელზეც მტკიცებულებების დასაშვებობაზე უნდა ემსჯელათ.

ბრალდებისა და დაცვის მხარემ დამატებითი მტკიცებულებები წარადგინეს. მათ შორის, “კურიერმა“ ბრალდების მხარის მიერ ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულება მოიპოვა. პოლიციელების სამხრე კამერების მიერ გადაღებული ვიდეომასალა ასახავს თამთა თოდაძის პირველ ჩვენებას, რომელიც მან სამართალდამცველებს შემთხვევიდან დაახლოებით 4 საათის შემდეგ მისცა. ვიდეომასალაში თოდაძე დეტალურად აღწერს ინციდენტს, რომელიც მასსა და დეპუტატ ილია ჯიშკარიანს შორის მოხდა.

დაცვის მხარემ სხდომის გადადების შუამდგომლობა დააყენა, რაც მოსამართლემ დააკმაყოფილა. სხდომა 11 დეკემბრამდე გადაიდო.

“გადაიდო, რადგან ბრალდების მხარემ დაცვის მხარის რამდენიმე მტკიცებულება დაუშვებლად მიიჩნია.  ჩვენ აბსოლუტურად ვიზიარებთ ბრალდების მხარის ამ პოზიციას, ვინაიდან ვფიქრობთ, რომ დაცვის მხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულებები არის კანონის უხეში დარღვევით მოპოვებული და არ უნდა დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს“ - ამბობს თამარ ლუკავა.

დღის ამბები