11 სექტემბერი 2026,   16:30
ვრცლად
ხანგოშვილის მკვლელობაზე ანგელა მერკელი ვლადიმერ პუტინთან ისაუბრებს

გერმანიიდან 2 რუსი დიპლომატის გაძევებას ანგელა მერკელი გამოეხმაურა.

კანცლერი აცახდებს, რომ ბერლინში მოკლული საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის საქმეზე რუსეთი გამოძიებასთან არ თანამშრომლობდა. ეს კი, დიპლომატების გაძევების მიზეზი გახდა.

გერმანული მედია წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ქვეყნიდან გაძევებული რუსი დიპლომატები რუსეთის დაზვერვის ჯაშუშები იყვნენ. მერკელი პუტინს 9 დეკემბერს შეხვდება და ხანგოშვილის საქმესაც განიხილავს.

ზელიმხან ხანგოშვილი 23 აგვისტოს ბერლინში მოკლეს. გერმანიის პროკურატურა მიიჩნევს, რომ მკვლელობის უკან მოსკოვი დგას.

ამავე თემაზე : ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით გერმანია 2 რუს დიპლომატს აძევებს

დღის ამბები