09 ოქტომბერი 2024,   08:24
ვრცლად
ნეპალის ტრაგედიიდან მესამე დღეს დაღუპულების რიცხვი 4 ათასამდე გაიზარდა

დამანგრეველი მიწისძვრიდან მესამე დღეს ნეპალში დღეს ბიძგები ისევ განმეორდა. ბოლო 80 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერ სტიქიას უკვე 4 ათასი ადამიანი ემსხვერპლა.

კატმანდუში მაშველები 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ, თუმცა ნანგრევებიდან მათ მხოლოდ ცხედრების ამოტანა უხდებათ.

დაღუპულთა რიცხვი ყოველ წუთს იზრდება და ამ დროისთვის უკვე 4 ათასს აღწევს.
ნეპალელი მაშველებისგან განსხვავებით დღეს ჩინელებმა ერთი დაზარალებული გადაარჩინეს. შენობის ნანგრევებიდან მათ ახალგაზრდა მამაკაცი ამოიყვანეს.

საავადმყოფოებში 7 ათასზე მეტი დაშავებულია გადაყვანილი. მას კი, ვინც დამანგრეველ მიწისძვრას უვნებელი გადაურჩა ღამის გათენება ღია ცის ქვეშ უწევს.

ევერესტზე, მიწისვრის შედეგად გამოწვეულმა ზვავმა საბაზო ბანაკი მთლიანად გაანადგურა. დაკარგულ ალპინისტებს ამ დრომდე ეძებენ. 200 გადარჩენილი კი დღეს ვერტმფრენებით გამოიყვანეს.

ნეპალის რამდენიმე რეგიონი გარესამყაროს მოწყვეტილია. რთული რელიეფის გამო ათობით სოფელში მაშველები ჯერ ვერ ჩადიან. სრული დატვირთვით მუშაობს დედაქალაქის აეროპორტი. 

ავტორები: თამარ ჭავჭავაძე, ნათია ბუცხრიკიძე

ამავე თემაზე
დღის ამბები