18 ნოემბერი 2024,   08:17
ვრცლად
27 დღე საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაში - ვაჟა ექიმის ოჯახი საერთაშორისო ორგანიზაციებს "ხმის ამაღლებას" სთხოვს

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, რომელმაც ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახს უშუამდგომლა და ოკუპირებულ ტერიტორიაზე დატყვევებულ ექიმს ციხეში ადვოკატი შეუგზავნა, "კურიერთან" დღეს პირველად საუბრობს.

დავით ასათიანი ამბობს, რომ როდესაც მართლმსაჯულება და სასამართლო არაკანონიერია, პროგნოზების გაკეთება პროცედურებთან და გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით წინასწარ შეუძლებელია.

ასოციაციის თავმჯდომარის ინფორმაციით, ჩრდილოეთ ოსეთში მომუშავე ადვოკატი ვლადიმერ ფიდაროვი ყოველდღიურ რეჟიმში ეცნობა ექიმის მდგომარეობას.

ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის წევრები ამ დრომდე ორგანიზაცია წითელი ჯვრის იმედად არიან. მეუღლესთან კონტაქტს თამილა ლაფანაშვილი სწორედ ამ ორგანიზაციის მეშვეობით ამყარებს.

დღეს ექიმის დაკავებიდან 27 დღე გავიდა. ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის წევრები დახმარების თხოვნით საერთაშორისო ორგანიზაციებსაც მიმართავენ.

დე ფაქტო ცხინვალის ე.წ პროკურატურამ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის საქმე საოკუპაციო რეჟიმის სასამართლოს გადაუგზავნა, თუმცა საქმის წარმოება ამ დრომდე არ დაწყებულა. გადაწყვეტილების მოლოდინში არიან ექიმის მეგობრებიც.

საქართვლოს მთავრობაში ამბობენ, რომ დღის წერიგში მუდმივად დგას ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების საკითხი. ეუთოს მინისტერიალზე და აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორუმზე საგარეო და სახელმწიფო მინისტრებმა ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობის, ახალგორის მიმართულებით ჩაკეტილი ე.წ გამშვები პუნქტის და ამით გამოწვეულ ჰუმანიტარულ კრიზისზე ისაუბრეს.

ვიდრე მთავრობა ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას ევროპას სთხოვს, მედიკოსები საქართველოს გარდა გერმანიიდან კოლეგის მხარდასაჭერად გაერთიანდნენ.

"სოლიდარობა ვაჟა ექიმს" - ამ სახელწოდებით ვიდეომიმართვა იტალიაში გასტროლებზე წასულმა ანსამბლმა სუხიშვილებმაც გაავრცელეს.

დღის ამბები