საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელოს" ლიდერები მოკავშირეებთან ერთად ზუგდიდში შეხვედრას მართავენ.
"ლელოს" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ შეკრებილებს ანაკლიის პორტის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და მისი მნიშვნელობა კიდევ ერთხელ დეტალურად გააცნო. მათ მოსახლეობის კითხვებსაც უპასუხეს. ადგილობრივების ნაწილი ხაზარაძის მიერ დაფუძნებულ საზოგადოებრივ მოძრაობაში გაწევრიანდა.