09 ოქტომბერი 2024,   08:27
ვრცლად
აშშ-ს ქალაქ ბალტიმორში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

შეერთებული შტატების ქალაქი ბალტიმორი ცეცხლშია გახვეული - იქ საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.

ამის მიზეზი დემონსტრანტებსა და სამართალდამცველებს შორის მომხდარი შეტაკება გახდა, რომელიც ბალტიმორში პოლიციის მიერ მოკლული შავკანიანი მოქალაქის დაკრძალვას მოჰყვა.

დემონსტრანტებმა სამართალდამცველებს ქვები დაუშინეს და მათი მანქანები გადაწვეს, დაარბიეს მაღაზიები, ცეცხლი წაუკიდეს ერთ-ერთ აფთიაქს.

არეულობის შედეგად 15 ოფიცერია დაშავებული.

დღის ამბები