"ნაპოლისა" და "გენკის" ჩემპიონთა ლიგის მატჩის დასრულებიდან რამდენიმე საათში იტალიური კლუბი მთავარი მწვრთნელის გარეშე დარჩა.
"ნაპოლის" პრეზიდენტის აურელიუ დე ლაურენტისის გადაწყვეტილებით, კარლო ანჩელოტი თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
ჩემპიონთა ლიგის ბოლო ტურში კი იტალიურმა კლუბმა ბელგიის "გენკი" 4:0 დაამარცხა და ლიგის პლეი ოფში გავიდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ნაპოლის ჯენარო გატუზო ჩაიბარებს, რომელთანაც წინასწარი შეთანხმება უკვე მიღწეულია.