რუსთავში, შენობის გარე ფასადზე მიმდინარე სამუშაოების დროს, ორი ადამიანი მესამე სართულიდან გადმოვარდა.
ერთის მდგომარეობა მძიმეა, ის საავადმყოფოშია მოთავსებული. მეორე დაშავებული მოტეხილობებით საავადმყოფოდან უკვე გაწერეს.
იყო თუ არა დაცული უსაფრთხოების ნორმები სამუშაო ადგილზე, გამოძიებამ უნდა დაადგინოს.