18 ნოემბერი 2024,   10:23
ვრცლად
აქციის დროს დაკავებულ 4 პირთან, მათ შორის ოპოზიციის ლიდერებთან, პოლიციის მთავარ სამმართველოში ადვოკატი შევიდა

საპატრულო პოლიციის მთავარ სამმართველოში პარლამენტის წინ დაკავებული 4 პირი იმყოფება. მათ შორის არიან გია თედორაძე, "ახალი საქართველოს" ლიდერი გიორგი ვაშაძე, "გამარჯვებული საქართველოს" წევრი გურამ ჩალაგაშვილი და მოძრაბა "შეცვალეს" წევრი ბესო გაზდელიანი.

დააკვებულებთან ამ წუთებში შევიდა ადვოკატი, რომელმაც ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ხელთ  მხოლოდ ის ვიდეო-მასალა აქვს, სადაც მისი დაცვის ქვეშ მყოფების დაკავებაა ასახული.

დამატებით კომენტარს ადვოკატი საქმის მასალების გაცნობის შემდეგ გააკეთებს.

ადგილზე იმყოფებიან მოძრაობა "შეცვალეს" აქტივისტები, რომელთა განცხადებით, ბესო გაზდელიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია და მას მედიკამენტები მიუტანეს.

გარდა ამისა, ადგილზე ასევე იმყოფებიან "ახალი საქართველოს" ლიდერები, რომელთა განმარტებითაც ხელისუფლებას ლეგიტიმურობა დაკარგული აქვს და აკავებენ ისეთ ადამიანებს, რომლებიც პროტესტს მშვიდობიანად გამოთქვამდნენ და კანონს არ არღვევდნენ.

დღეს აქციაზე სულ 12 ადამიანი დააკავეს.

 

დღის ამბები