ვითარების გამწვავების ფონზე მხარეებს შორის საკვანძო საკითხებთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა კიდევ უფრო გაღრმავდა - ასე აფასებს ეუთო ჟენევის მოლაპარაკებების 50-ე რაუნდს.
კომუნიკეში წერია, რომ 2019 წლის აგვისტოდან ჩორჩანა-წნელისის რაიონში უსაფრთხოების სერიოზული გამოწვევებია.
"თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ადმინისტრციულ გამყოფ ხაზზე გადასასვლელ პუნქტებზე რამდენჯერმე დაწესდა.
ე.წ. სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული გამყოფი ხაზი უკვე ხუთ თვეზე მეტია ჩაკეტილია, ამან კი რიგი ინციდენტები გამოიწვია, მათ შორის არის დაკავებები,"- წერია განცხადებაში. ჟენევის მოლაპარაკების მორიგი რაუნდი 31 მარტს გაიმართება.