26 აპრილი 2024,   05:02
ვრცლად
ვულკანის ამოფრქვევის შედეგად ახალ ზელანდიაში მსხვერპლის რაოდენობა გაიზარდა

ახალ ზელანდიაში დაღუპულთა რიცხვი 16-მდე გაიზარდა. ამ დრომდე ეძებენ 2 დაკარგულს. 19 ადამიანი ისევ საავადმყოფოში რჩება, მათი უმეტესობის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.

თეთრ კუნძულზე ვულკანი 8 დეკემბერს ამოიფრქვა. სტიქიის ზონაში 50-მდე ადამიანი იმყოფებოდა, რომელთა შორის უმრავლესობა ტურისტი იყო. სამაშველო ოპერაციას ვულკანის ხელახალი ამოფრქვევის საშიშროება ართულებს.

 

დღის ამბები