18 ნოემბერი 2024,   15:28
ვრცლად
ივანიშვილი გუნდს უმტკიცებს, რომ შეუძლია ბოკერიაზე გაქაჩვა, ვნახოთ ვისი აჯობებს - თამარ ჩერგოლეიშვილი

გიგა ბოკერიას მიმართ დაწყებულ სამართლებრივ პროცესებს, ივანიშვილის ძალის დემონსტრირებად აფასებს "ტაბულას" მთავარი რედაქორი,  თამარ ჩერგოლეიშვილი. 

"ივანიშვილის გუნდში აქვს პრობლემები. მას სასიცოცხლოდ სჭირდება ძალის დემონსტრირება, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც იზრდება მისი იზოლაცია დასავლეთში.  ხედავთ საერთაშორისო პრესა რა სიტყვებითაც ამკობს. რა მკაცრი განცხადებები კეთდება დასავლეთიდან და გუნდს უმტკიცებს ახლა, რომ ის ისეთი ძლიერია, რომ ბოკერიზიაც შეუძლია გაქაჩვა და გაიქაჩოს, ვნახოთ ვისი აჯობებს,"- განაცხადა "კურიერთან" გიგა ბოკერიას მეუღლემ, თამარ ჩერგოლეიშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ უკვე ერთ საათზე მეტია, მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით, "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას დაკითხვა მიმდინარეობს. 

დღის ამბები