ავსტრიის "ზალცბურგის" ნორვეგიელი ვუნდერკინდი ერლინგ ბრაუტ ჰოლანდი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს კლუბს გამოიცვლის.
გავრცელებული ინფორმაციით, 19 წლის ფეხბურთელი ინგლისის პრემიერ ლიგაში გააგრძელებს ასპარეზობას, კერძოდ ჰოლანდი მანჩესტერ "იუნაიტედთან" გააფორმებს ხელშეკრულებას.
რამდენიმე დღის წინ, ზალცბურგში ბრიტანული კლუბის მთავარი მწვრთნელი ოლე გუნარ სულშერი იმყოფებოდა, სულშერი პირადად შეხვდა ჰოლანდს და მანჩესტერში გადასვლა შესთავაზა.