18 ნოემბერი 2024,   08:33
ვრცლად
საქმის მასალებზე სრული წვდომა გვაქვს, გამოძიებას მონიტორინგს გავუწევთ - ომბუდსმენი

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ სახელმწიფო ინსპექტორმა 15 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმის მასალებზე სრული წვდომა მისცა.

ნინო ლომჯარიას ინფორმაციით, ომბუდსმენის აპარატი გამოძიების მიმდინარეობაზე მონიტორინგს აპირებს.

"სახელმწიფო ინსპექტორმა მოგვცა სრული წვდომა საქმის მასალებზე, შესაბამისად, ვაპირებთ, განვახორციელოთ მონიტორინგი მიმდინარე გამოძიების. თუ იქნება რაიმე შენიშვნები, ამასთან დაკავშირებითაც ჩავაყენებთ საქმის კურსში საქართველოს პარლამენტს,"- განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

ომბუდსმენი პარლამენტის ადამიანის უფლებათა და იურიდიული კომიტეტების თავმჯდომარეების, სოფიო კილაძისა და ანრი ოხანაშვილის ინიციატივით პარლამენტში მივიდა. შეხვედრის დაწყებამდე ომბუდსმენმა განაცხადა, რომ აღნიშნულ შეხვედრაზე საკანონმდებლო ცვლილებების საჭიროებაზეც ისაუბრებს, რისი აუცილებლობაც 15 წლის მოზარდის გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მწვავედ გამოიკვეთა. 

შეგახსენებთ, რომ მოზარდი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ თვითმკვლელობა სცადა, გუშინ საავადმყოფოში გარდაიცვალა. 15 წლის ლუკა სირაძე მე-9 სართულიდან 12 დეკემბერს გადმოხტა.

ამ ფაქტს წინ უძღოდა "მწვანე სკოლის" ტერიტორიაზე გაკეთებული წარწერები, რომელთა გამოც, მოსწავლე მოწმის სახით დაკითხეს. ოჯახის წევრების და უფლებადამცველების თქმით, მოზარდზე პოლიციამ ფსიქოლოგიურად იძალადა. 

ავტორი: ლელა ჯავახიშვილი

ამავე თემაზე
დღის ამბები