ქუთაისში მოძრაობა "შეცვალეს" წევრებმა თეთრ ხიდზე აქცია-პერფორმანსი გამართეს. აქტივისტებმა 15 წლის მოზარდის, ლუკა სირაძის ტრაგიკული სიკვდილი კიდევ ერთხელ გააპროტესტეს.
მათი თქმით, ადამიანებზე პოლიცია არ უნდა ძალადობდეს და სისტემას მოზარდები არ უნდა ეწირებოდნენ.
"ყველა ინსტიტუცია ჩამოშლილია, ფაქტობრივად. არ გვაქვს არც შინაგან საქმეთა სამინისტრო. გახარიას მილიცია სჯის და აიძულებს თავის მოკვლას ახალგაზრდებს და ჩვენ გვინდა რომ ეს სისტემა შეიცვალოს, ბავშვები იყვნენ დაცულები," - აღნიშნა "შეცვალეს" წევრმა ნინი თვალავაძემ.