სამოქალაქო აქტივიზმის მზარდი მნიშვნელობა და "მოქალაქის როლი დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის პროცესში" - ამ სახელწოდებით სხვადასხვა სფეროს წარმომადგენებმა კაჭრეთში გამართულ შეხვედრაზე იმსჯელეს.
პროექტის "საღი აზრი - სამოქალაქო საზოგადოება პოლიტიკის პირისპირ" ფარგლებში შეხვედრები და მასტერკლასები თბილისის გარდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გაიმართა.
"ჩვენ მოვიარეთ მთელი საქართველო. ჩვენი ექსპერტების თანამოაზრეებთან და ჯგუფთან ერთად ტარდებოდა შეხვედრები, მასტერკლასები, თემებზე როგორიც არის - საგარეო პოლიტიკა, ეკონომიკური პოლიტიკა. იყო იმიტირებული დებატების ტრენინგები. ვიყავით პრაქტიკულად ყველა რეგიონში. დღეს შემაჯამებელი ღონიძიებაა, აქ შეკრებილია 150-ზე მეტი ადამიანი. ასევე, გვესწრებიან დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. მე დარწმუნებული ვარ, ეს პროექტი გაგრძელდება," - აღნიშნა ზაზა ბიბილაშვილმა.